fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნება

,,შეიძლება არ გვემღერება, მაგრამ აქ ვპოულობთ ჩვენს თავს“- ქალი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ემიგრანტი დედები ერთად აამღერა

ხათუნა თურქაძე სამხრეთ იტალიაში ცხოვრობს. ის 2009 წლიდან ემიგრაციაშია. სხვა ქართველი ქალბატონების მსგავსად, ისიც უკიდურესმა გაჭირვებამ წაიყვანა უცხო ქვეყანაში და მუშაობა ოჯახში მომვლელად დაიწყო. სიმღერა ბავშვობიდან უყვარდა, ემიგრაციაში ძველი ჰობი გაიხსენა და თავისუფალ დროს კვლავ მღერის. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფ სხვა ქართველ ემიგრანტ ქალებსაც დაუკავშირდა. ისინი დისტანციურად, სპეციალური პროგრამების მეშვეობით სიმღერებს წერენ და სოციალურ ქსელში ათავსებენ.

პანდემიის დასაწყისში ხათუნა თურქაძის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც სხვა ემიგრანტ დედებთან ერთად, საქართველოსთვის ონლაინ რეჟიმში სიმღერით ლოცულობდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„შეიძლება არ გვემღერება, მაგრამ აქ ვპოულობთ ჩვენს თავს. მასში ვდებთ ყველა ემოციას, ტკივილს, სიხარულს, მონატრებასა და ბედნიერებას… ემიგრანტი დედებისთვის ეს ერთობლივი სიმღერები სულის ტკივილგამაყუჩებელია, ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვცოცხლობთ იმედით, რომ მალე დავბრუნდებით სამშობლოში“, – ამბობს ინტერვიუში ხათუნა თურქაძე.

როგორ გააერთიანა და აამღერა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველი ემიგრანტი დედები და რაში დაეხმარა მას პროფესია –  ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკა ,,ემიგრანტული ამბები“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close