fbpx
ვიდეოკინო/ფილმები

რომში ტომ კრუზის მონაწილეობით „შეუსრულებელი მისია 7“-ის ავტორბოლის სცენა გადაიღეს (ვიდეო)

ტომ კრუზი „შეუსრულებელი მისია 7“-ის ავტორბოლის სცენის გადასაღებად რომში ჩავიდა, ამის შესახებ  Daily Mail-ი იუწყება.

მსახიობი ჰეილი ეტველთან ერთად  დიდი სიჩქარით მოძრაობდა რომის ქუჩებში ავტომობილით, რომელსაც კარებები არ ჰქონდა.

AP Entertainment-ის ტვიტერში გამოჩნდა გადაღების პროცესის ამსახველი ვიდეორგოლი, რომელშიც ჩანს, სცენის დასასრულს როგორ გადაახტება ტომ კრუზი პოლიციის მანქანის კაპოტს, აღებს კარებს და ეტველს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარება.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ტომ კრუზი არაერთხელ გამოჩნდა „შეუსრულებელი მისია 7“-ის სანახაობრივი სცენების გადაღებების რგოლებში: ნორვეგიაში იგი მოტოციკლით ხტოდა, პარაშუტით ხტებოდა და მოძრავი მატარებლის სახურავზე მიგორავდა. მსახიობი ყოველთვის თავად ასრულებს ამ ილეთებს.

კინოფილმ „შეუსრულებელი მისიის“ მე-7 ნაწილის გადაღება, რომელიც თებერვალში ვენეციაში მიმდინარეობდა, 25 თებერვალს შეჩერდა კორონავირუსის საფრთხის გამო.

კინოსტუდია „პარამაუნტ ფიქჩერსის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვენეციაში გადაღებები დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გეგმა შეიცვალა.

ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის გადაღება სექტემბერში გაგრძელდებოდა დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.

ბოევიკის მე-7 ნაწილის გადაღების პროცესის დასრულება 2021 წლის მაისში იგეგმება, პრემიერა კი 2021 წლის 19 ნოემბერს გაიმართება.

ფილმის მე-8 ნაწილი 2022 წლის 4 ნოემბერს გამოვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close