საზოგადოებასაქართველო

„მამა კირიონს მამა გაბრიელმა თავის სიცოცხლეშივე დაავალა დავით გარეჯში წასვლა“

მამა კირიონის სიმართლე დავით გარეჯზე (ვიდეო)

26 წლის წინ ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა თავის სიცოცხლეშივე დაავალა მამა კირიონ ონიანს დავით გარეჯში წასვლა, იქ ბერად აღკვეცა და გარეჯის დაცვა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი დავით კონჯარია წერს.

„26 წლის წინ ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა, თავის სიცოცხლეშივე, დაავალა მამა კირიონ ონიანს დავით გარეჯში წასვლა, იქ ბერად აღკვეცა და დაცვა.

მაშინ ახალგაზრდა, ერის კაცობაში, ზაზა ონიანი პატრიარქის კურთხევით წავიდა და დღემდე ღირსეულად, ვაჟკაცურად, თავდადებით იცავს გარეჯს საქართველოს და მართლმადიდებლობას წაბილწვისაგან. იცავს გარეჯს დიდი ბოროტების მანქანებისაგან, სიცრუისაგან, ეშმაკების თავდასხმისაგან. მამა კირიონი არის ცოცხალი გმირი, აქ საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ ის თავს დებს და საკუთარ სიცოცხლეს არაფრად აგდებს.

მამა კირიონი 24 წელია როგორც ექვთიმე ღვთის კაცი იცავდა საქართველოს განძს, ისე იცავს გარეჯს, რომ არავინ ხელჰყოს იგი. ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა, დიდება მამა გაბრიელს, იცოდა ვისთვისაც უნდა დაევალებინა ღირსი დავით გარეჯის მონასტრის დაცვა.

მადლობა მამა კირიონ, შენმა მშობლებმა გაიხარონ, როგორი ვაჟკაცი, უშიშარი, სარწმუნოებისა და სამშობლოს მოყვარული აღგზარდეს. მადლობა პატრიარქს, გარეჯელებს და საქართველოს ეკლესიას“, – წერს დეკანოზი.

26 წლის წინ ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა მის სიცოცხლეშივე დაავალა დავით გარეჯში წასვლა , იქ ბერად აღკვეცა და გარეჯის…

Posted by დეკანოზი დავით კონჯარია on პარასკევი, 09 ოქტომბერი, 2020

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი, ბერთუბანი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close