საზოგადოება

გაიცანით თბილისის ზოოპარკის „თავქარიანი“ ახალშობილი 

ახლა ჩვენ ფაუნის მეექვსე გადაშენების მომსწრენი ვართ და, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს პროცესი ათასჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანის ჩარევის გარეშე წარიმართებოდა. ასეთ სიტუაციაში ზოოპარკში დაბადებული ყოველი ცხოველი მნიშვნელოვანია.

თბილისის ზოოპარკში ველური ბუნების დაცვისა და მისი კონსერვაციისთვის რომ ყველაფერი კეთდება, ახალშობილი „თავქარიანიც“ მოწმობს. ტყვეობაში ცხოველების გამრავლება ხომ არც ისე ხშირია.

ახალშობილი ცხოველის ფოტოს ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს და სახალისო ისტორიას ურთავს:

😍 დღეს ჩვენი ახალშობილი უნდა გაგაცნოთ. ეს თავქარიანი არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია. თავქარიანი იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ, გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან – მარცხნიდან.

🙄 ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს 😍“, – წერია ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close