fbpx
ეკონომიკასაქართველო

ფულადი გზავნილები 184 მილიონ დოლარამდე გაიზარდა – TOP-15 დონორი ქვეყანა

2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

184.2 მილიონი დოლარი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საქართველოში გზავნილების სახით გადმორიცხულა. ამაზე დიდი გზავნილები მხოლოდ ივლისში იყო – $188.7 მილიონი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა, რამაც 35 მილიონი დოლარი შეადგინა. სრული სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1) რუსეთის ფედერაცია $34.94 მილიონი, ზრდა წინა წელთან -1.48%;
2) იტალია $27.95 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35.92%;
3) აშშ $22.05 მილიონი, ზრდა წინა წელთან 45.80%;
4) საბერძნეთი $20.64 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40.12%;
5) ისრაელი $14.30 მილიონი, ზრდა წინა წელთან 187.06%;
6) თურქეთი $9.65 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21.73%;
7) აზერბაიჯანი $6.96 მილიონი, ზრდა წინა წელთან 269.82%;
8) გერმანია $6.86 მილიონი, ზრდა წინა წელთან 62.43%;
9) ესპანეთი $5.11 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20.76%;
10) საფრანგეთი $2.81 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9.86%;
11) პოლონეთი $2.67 მილიონი, კლება წინა წელთან -14.80%;
12) კანადა $1.83 მილიონი, ზრდა წინა წელთან  41.97%;
13) გაერთიანებული სამეფო $1.79 მილიონი, ზრდა წინა წელთან  37.52%;
14) ყაზახეთი $1.63 მილიონი, კლება წინა წელთან -36.35%;
15) ირლანდია $1.41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 89.80%.

2020 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.1 მლნ აშშ დოლარი (71.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აგვისტოს (19.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.5%-ით მეტია.

ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და ექსპორტთან ერთად საქართველოში შემომავალი სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. 2020 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოში გზავნილების სახით ჯამში $1.14 მილიარდი გადმოირიცხა, რაც 2019 წელთან შედარებით $34.9 მილიონით (3.1%-ით) მეტია.

მსოფლიო ბანკის შეფასების თანახმად, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 11.6%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close