fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი 6 მიგრანტი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც მიგრანტთა ბანაკ „მორიაში“ ხანძრის გაჩენაში არიან ეჭვმიტანილები, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დაკავებულები თავადაც მიგრანტები არიან. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

8 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შემდეგ „მორიას“ მიგრანტთა ბანაკში მცხოვრები 12 ათასამდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ისინი მიტოვებულ შენობებში, გზების პირას და სახურავებზე ათევენ ღამეს. მიგრანტთა უმეტესობა ავღანეთიდან, სირიიდან და აფრიკის ქვეყნებიდანაა.

ბანაკის ხანძრით განადგურების შემდეგ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის კუნძულებზე მცხოვრებ 1500 მიგრანტს თავშესაფარი მისცეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close