მედიცინა

„გაოგნებული დავრჩი, თვალებს არ ვუჯერებდი“ – ათი საუკუნის წინათ შექმნილი ანტიბიოტიკი თანამედროვე ინფექციებს მუსრს ავლებს

შესაძლოა შუასაუკუნეების მცენარეული მალამო 21-ე საუკუნის ექიმებს საშიში ინფექციის მკურნალობაში დაეხმაროს. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მეათე საუკუნეში შექმნილ თვალის მალამოზე კლინიკური ცდები 2020 წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მეცნიერები გაოგნებულები არიან ათასი წლის წინათ შექმნილი წამლის შესაძლებლობით, ეფექტიანად გაანადგუროს ინფექცია, რომელსაც თანამედროვე ანტიბიოტიკები ვერ უმკალავდებიან.

თვალის ინფექციის სამკურნალო უძველესი მალამოს რეცეპტი ბრიტანეთის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში, X საუკუნის ხელნაწერებში აღმოაჩინეს. ის ყველა დიასახლისისთვის ნაცნობი პროდუქტებისგან მზადდება. წამლის შემადგენლობაში შედის თეთრი ღვინო, ხახვი, ნიორი და ძროხის ნაღვლის ბუშტი.

სამწუხაროდ,  ჩვენს დროში ბაქტერიები სულ უფრო მეტად მდგრადები ხდებიან მედიცინის თანამედროვე მეთოდების მიმართ, შუასაუკუნეების ანტიბიოტიკი კი  მეთიცილინის მიმართ მდგრად ინფექციებს მუსრს ავლებს.

ინფექციონისტების კონფერენციაზე ძველი ინგლისური ენის სპეციალისტმა კრისტიან ლიმ მიკრობიოლოგებს Bald’s Leechbook-ის სახელით ცნობილი წიგნის შესახებ უამბო. ეს უძველესი მედიცინის სახელმძღვანელოა, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ინახება. წიგნში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა ინფექციისა და დაავადებეს მკურნალობის შესახებ.

ნოტინგემის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგის, ფრეა ჰარისონის განმარტებით, ათასი წლის წინათ შექმნილი წამალი დაუჯერებლად ძლიერი ანტიბიოტიკი აღმოჩნდა. წამლის ცალკეული ინგრედიენტები  ინფექციის წინააღმდეგ სრულიად არაეფექტურები არიან, თუმცა ერთად სასწაულებს ახდნენ. მაგალითად, შუასაუკუნეების მალამომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში MRSA-ს (ოქროსფერი სტაფილოკოკი) 90% გაანადგურა.

„ათასი წლის წინათ შექმნილი ანტიბიოტიკი დაუჯერებლად ეფექტაინი აღმოჩნდა. კლინიკური ცდების პირველი შედეგები რომ მივიღეთ, გაოგნებული დავრჩი, თვალებს არ ვუჯერებდი“, – განაცხადა ჰარისონმა.

ბრიტანელი მეცნიერების ცდების შედგები ბირმინგემში, მოიკრობიოლოგების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს  და მალე სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.

შუასაუკუნეების თვალის მალამომ ეფექტიანად გაანადგურა სხვადასხვა დაავადების გამომწვევი  ხუთი ბაქტერია, მათ შორის, ბაქტერია, რომელიც ფეხის დიაბეტურ ინფექციას და წყლულებს იწვევს და ხშირად სეფსისით და ამპუტაციით მთავრდება.

განსაკუთრებით საინტერესოა თვალის მალამოს მუშაობის პრინციპი – მხოლოდ უძველეს რეცეპტში აღწერილი ინგრედიენტების ზუსტ კომბინაციას შეუძლია სასწაულის მოხდენა.

ექიმ ჰარისონის თქმით, შუასაუკუნეების რეცეპტის მიხედვით სრულიად შესაძლებელია უსაფრთხო და ეფექტიანი ანტიბაქტერიული საშუალების შექმნა. მით უმეტეს, რომ მსგავსი ისტორიული პრეცედენტი უკვე არსებობს – მალარიის სამკურნალო საშუალების რეცეპტი უძველეს ჩინურ წიგნში აღმოაჩინეს და დღეს არტემიზინინის გარეშე, მალარიასთან ბრძოლა ნაკლებად შედეგიანი იქნებოდა.

სამწუხაროდ, თანამედროვე კლინიკების სტერილურ გარემოში დედა-ბუნებას ივიწყებენ, თუმცა ათი საუკუნის წინ შექმნილი უბრალო, მაგრამ ძალიან ეფექტური სამკურნალო საშუალება გვაჩვენებს, რომ ბუნება და მეცნიერება ერთი და განუყოფელია.

ვიხილავთ თუ არა შუა საუკუნეების თვალის მალამოს აფთიაქის თაროებზე მალე გახდება ცნობილი.

„პროგრესნიუსი“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close