ტესტები

ტესტი: გაიგეთ, რამდენად ნიჭიერია თქვენი შვილი

იმის დადგენაში, თუ რადენად ნიჭიერია თქვენი შვილი, ქვემოთ მოყვანილი ტესტი დაგეხმარებათ, რომლის შეკითხვებზე გაცემულ ყოველ დადებით პასუხში 1 ქულა უნდა დაიწეროთ, უარყოფითში კი – 0 ქულა.

კითხვები:

1. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენს შვილს რაიმე ნივთი უჩვეულო დანიშნულებით გამოუყენებია?

2. იცვლება თუ არა მისი მიდრეკილებები?

3. წარმოსახვითი რაღაცების ხატვა თუ უყვარს?

4. აბსტრაქტულ ნახატებს თუ ხატავს?

5. ფანტასტიკური ამბების მოსმენა თუ უყვარს?

6. მოთხრობებს ან ლექსებს ხომ არ თხზავს?

7. ქაღალდისგან უცნაურ ფიგურებს ხომ არ ჭრის?

8. ოდესმე ისეთი რამეც ხომ არ გაუკეთებია, რის შესახებაც არაფერი სმენია, ან რაც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს?

9. საკუთარი გემოვნებით რამის გადაკეთების სურვილი თუ უჩნდება?

10. სიბნელის თუ ეშინია?

11. ოდესმე ახალი სიტყვა თუ გამოუგონებია?

12. ხომ არ ჩაუთვლია, რომ ეს სიტყვა სხვებისთვისაც უთუოდ გასაგები უნდა ყოფილიყო?

13. ოდესმე რაიმე ნივთი სხვა დანიშნულებით ხომ არ გამოუყენებია?

14. როცა ძალიან პატარა იყო, ამა თუ იმ საგნის დანიშნულების ამოცნობა ხომ არ შეეძლო?

15. ჩაცმის საკითხში თქვენს გემოვნებას საკუთარს ხომ არ ამჯობინებს?

16. სხვებისთვის გაუგებარი საკუთარი სამყარო ხომ არ აქვს?

17. მისთვის ჯერჯერობით გაუგებარი მოვლენების ახსნას ხომ არ ცდილობს?

18. ირგვლივ მომხდარი მოვლენების გარშემო ახსნა-განმარტებებს ითხოვს?

19. უყვარს თუ არა არარეალისტური წიგნების კითხვა?

20. ახალ თამაშებსა და თავშესაქცევებს ხომ არ იგონებს?

21. ამახსოვრდება თუ არა სიზმრები და გიყვებათ თუ არა მათ შესახებ?

შედეგები:

20-21 ქულა: ზედმიწევნით გონიერი შვილი გყავთ, უნარიც აქვს და ყველანაირადაც ცდილობს, რომ გარემომცველ სამყაროზე საკუთარი აზრი იქონიოს, რაშიც თქვენც მაქსიმალურად უნდა დაეხმაროთ.

15-19 ქულა: თქვენს შვილს ყოველთვის როდი შეუძლია საკუთარი შესძლებლობების გამოვლენა, როგორც წესი, საზრიანი და მარჯვე მხოლოდ მაშინაა, როცა რაიმე ძალიან აინტერესებს.

9-14 ქულა: იქ, სადაც აუცილებელი არ არის, რომ მკვეთრად გამოხატული საკუთარი შეხედულებები ჰქონდეს, თქვენი შვილი ძალიან საზრიანია, მაგრამ შემოქმედებით ასპარეზზე გამოსასვლელად ჯერ ბევრი უკლია.

 4-8 ქულა: თქვენს შვილს უფრო პრაქტიკული საქმეების კეთებისკენ აქვს მიდრეკილება, შემოქმედებით მიდგომას კი მხოლოდ და მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისას თუ ავლენს.

 4-ზე ნაკლები ქულა: მართალია თქვენს შვილს გამომგონებლობის უნარი აკლია, მაგრამ როგორც კარგი შემსრულებელი, მაინც ბევრ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close