მოგზაურობასაქართველო

სტამბოლის, თელ-ავივის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

სტამბოლის, თელ-ავივის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. ინფორმაციას დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს და ფრენების განრიგს საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს:

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

25 აგვისტო, ავიაკომპანია ისრეარი, თბილისი-თელ-ავივი (გაფრენა – 16:55, ჩაფრენა – 18:40);

27 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა – 03:45, ჩაფრენა – 05:45);

29 აგვისტო, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55, ჩაფრენა – 05:30);

3 სექტემბერი, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა – 03:45, ჩაფრენა – 05:45);
3 სექტემბერი, ავიაკომპანია იანეარი, თბილისიენა – – კიევი (გაფრენა – 10:00, ჩაფრენა 12:00);

5 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55, ჩაფრენა – 05:30);

6 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა – 03:50, ჩაფრენა – 05:20);

9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45, ჩაფრენა – 10:45);

12 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55, ჩაფრენა – 05:30);

13 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:50, ჩაფრენა – 05:20);

15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45, ჩაფრენა – 10:45);

19 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55 ჩაფრენა – 05:30);

20 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:50, ჩაფრენა – 05:20);

23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45, ჩაფრენა – 10:45);

26 სექტემბერი, ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზები, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:55, ჩაფრენა – 05:30);

27 სექტემბერი, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი-სტამბოლი (გაფრენა – 03:50, ჩაფრენა – 05:20);

30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45, ჩაფრენა – 10:45)“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიანიჭა.

აგვისტოსა და სექტემბერში დანიშნული რეგულარული და ჩარტერული რეისების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close