fbpx
საქართველო

„სითი მოლი“ ძლიერ აფეთქებას გადაურჩა – ღია მდგომარეობაში დატოვებული იყო გაზქურის რვა სანთურა

„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ თბილისში, ქავთარაძის #1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე დროულად მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

„შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის რვა სანთურა. „სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეატყობინა საშიშროების შესახებ.

კომპანია ასევე მადლობას უხდის საკუთარ თანამშრომლებს, რომლებმაც უსწრაფესად გაანეიტრალეს საფრთხე და შენობა ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close