fbpx
ხელოვნება

კორიერე დელა სერა: „ულამაზესია, ხომ? ფოლადის ეს მოძრავი ქანდაკება ბათუმში მდებარეობს…“

„ულამაზესია, ხომ? ფოლადის ეს მოძრავი ქანდაკება ბათუმში მდებარეობს, საქართველოს ზღვისპირა ქალაქში. 7 მეტრის სიმაღლის, სახელად „ალი და ნინო“, ის შთაგონებულია ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანით, რომელიც მოგვითხრობს ქართველი პრინცესასა და აზერბაიჯანელი ჭაბუკის სიყვარულის ისტორიას, რომელიც მზად არის თავი შესწიროს საბჭოთა შემოჭრისგან სამშობლოს დაცვას. ორი ფიგურა ყოველ ათ წუთში ხვდება, კოცნის და სხეულებით ერწყმის ერთმანეთს. დადგმულია 2010 წელს. შექმნილია არტისტ თამარა კვესიტაძის მიერ“, – ამ კომენტარით გამოაქვეყნა ბათუმში მდგარი ძალზე პოპულარული მოძრავი ქანდაკების, „ალი და ნინოს“ ვიდეო იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელა სერამ“ თავის ინსტაგრამზე.

დაახლოებით 6 საათის წინ გამოქვეყნებულ პოსტს ამ დროისთვის 185 300-მდე ნახვა აქვს. იტალიელები „ალი და ნინოს“ ძეგლზე აღფრთოვანებით წერენ კომენტარებს.

ციცი ხაბელშვილი

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close