fbpx
კრიმინალისაქართველო

4 წლის ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში (ვიდეო)

ბავშვის გატაცების მცდელობა თბილისში – „კურიერმა“ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრიც მოიპოვა.

4 წლის ბი­ჭუ­ნა გა­ტა­ცე­ბას მე­ზობ­ლე­ბის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა, რომ­ლე­ბის­თვი­საც უცხო მა­მა­კა­ცის ქცე­ვა საეჭვო აღმოჩნდა. მათი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვის ტი­რილ­მა მი­იქ­ცია, რომ­ლის ეზო­დან გაყ­ვა­ნა­საც უც­ნო­ბი ცდილობდა. მე­ზობ­ლებს აქვთ ეჭვი, რომ მა­მა­კა­ცი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახს აკვირდებოდა, ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვის მამა უცხო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და პატარა მას კარგად ვერ ცნობდა, ამიტომაც სცა­და მო­ე­ტყუ­ე­ბი­ნა, თით­ქოს მა­მა­მი­სი იყო. ვარაუდობენ, რომ მან ბავშვის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით და­გეგ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლი არ აღი­ა­რებს დანაშაულს და ამ­ბობს, რომ არა­ფე­რი ახ­სოვს.

მცი­რე­წლო­ვ­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 48 წლის და­ვით გე­ჯა­ძეა. მას გა­მო­ძი­ე­ბა წინასწარი შეცნობით მცი­რე­წლოვ­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ედა­ვე­ბა.

გე­ჯა­ძეს უკვე შე­ე­ფარ­და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 7-იდან 10  წლამდე თავისუფლების აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close