მოგზაურობა

ფინეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ

ფინეთის მთავრობამ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომლებიდანაც მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ჩასვლა. აღნიშნულ სიაში 25 ქვეყანას შორის საქართველოც არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yleisradio Oy ავრცელებს.

კერძოდ, ფინეთში შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ ჩასვლა ევროკავშირისა და შენგენის შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ირლანდია, ისლანდიის, იტალია, მალტა, საბერძნეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, გერმანია, სან-მარინო, სლოვაკეთი, დანიაუნგერთი და ვატიკანი.

ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ფინეთის საზღვრები ღიაა რვა ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.

ეს სახელმწიფოებია საქართველო, სამხრეთ კორეა, იაპონია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ახალი ზელანდია.

დანარჩენი ქვეყნებიდან ფინეთში ჩასვლისას მოგზაურებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close