fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

96 წლის იტალიელმა ოცნება აისრულა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო

ჯუზეპე პატერნო იტალიაში უნივერსიტეტის ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებული გახდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პატერნო განათლების მიღებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ მის ოჯახს ამისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ მან სწავლის ნაცვლად მუშაობა დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იტალიის ჯარში ტელეგრაფისტი იყო.

ომის დასრულების შემდეგ პატერნო რკინიგზაზე მუშაობდა, მაგრამ განათლებაზე ოცნება არ შეუწყვეტია და სამსახურის შემდეგ ღამის სკოლაში დადიოდა. საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი მან 31 წლის ასაკში მიიღო.

2017 წელს კი ჯუზეპე პატერნომ პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. როცა სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო და უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პატერნოს კომუნიკაციის ახალი საშუალებების ათვისება მოუწია და ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. მას ბაკალავრის პირველი ხარისხის დიპლომი გადასცეს.

„ეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემს ცოლს ვენახე იმ მომენტში, მაგრამ ის 14 წლის წინ გარდაიცვალა“, – თქვა პატერნომ, რომელიც ახლა მაგისტრის დიპლომზე ოცნებობს.

„დედაჩემმა 100 წელი იცოცხლა. თუ გენეტიკა ჩემს მხარეზეა, კიდევ 4 წელი მაქვს“, – განაცხადა მან.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close