ხელოვნებასაქართველო

ყავის ქართული კომპანია „მეამას“ ოფისმა მსოფლიო არქიტექტურის კონკურსში გაიმარჯვა

კახეთის გზატკეცილზე მდებარე, ყავის ქართული კომპანია „მეამას“ სათავო ოფისის შენობამ Architizer A+Awards-ის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ „მეამას“ შენობის კონკურენტები იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok, Warner Music Group, John F.Kennedy Center for the Performinf Arts და სხვა.

Architizer A+Awards-ი მსოფლიო არქიტექტურის კუთხით მასშტაბური კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო და გამორჩეულ არქიტექტურული პროექტების ავლენს. კონკურსის დახმარებით მილიონობით ადამიანი, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ეცნობა ახალი საინტერესო შენობების არქიტექტურასა და დიზაინს და კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენაში პირადად მონაწილეობს. კონკურსის ჟიური თავდაპირველად თვითონ  ავლენს სხვადასხვა კატეგორიაში ხუთ ფინალისტს, შემდეგ კი ონლაინ ხდება მსურველების მიერ კონკურსანტი პროექტისთვის ხმის მიცემა.

ქართული ყავის კომპანია „მეამას“ სათავო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის, ჟიურის გადაწყვეტილებით, სამი ნომინაციის ფინალში გადავიდა. ეს ნომინაციებია: ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი. სამივე კატეგორიაში ქართული პროექტი თავიდანვე ლიდერობდა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, 4 აგვისტოს, უკვე გამარჯვებულადაც გამოცხადდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი სახის საერთაშორისო კონკურსებში ქართველი არქიტექტორებისა და ქართული პროექტების წარმატება ხელს უწყობს, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიაზაციას. გარდა იმისა, რომ შენობის არქიტექტორი სპეციალურ პრიზს მიიღებს, დღეიდან „მეამას“ შენობა, როგორც მსოფლიო დონის კონკურსში გამარჯვებული პროექტი, Architizer A + Awards ვებგვერდზე განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება Architizer.com-ის ჟურნალში და მოხვდება A + Awards-ის მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველწლიურ გამოცემებში.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close