საზოგადოებასაქართველო

„სახელითა გამყრელიძისათა, ცერცვაძისათა, იმნაძისათა“ – გურული შელოცვა კორონას წინააღმდეგ

ეკატერინე თავართქილაძე ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის ფეისბუქის გვერდზე მათ მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივად შექმნილ გურულ შელოცვას აქვეყნებს:

შელოცვა COVID 19-ისა გურულების მიერ

შელოცვამდე კარგად დაიბანეთ ხელები, აიფარეთ პირბადე, გაიკეთეთ ხელთათმანები.

სახელითა გამყრელიძისათა, ცერცვაძისათა, იმნაძისათა,

„შემოგევლე კორონიკო,

ნუ აგვირევ ქორონიკონს“.

რო დაგვყავი კლასტერებად,

გედვიქეცით მასტერებად.

კოვიდიე, კორონიე,

რა ხარ, რა ეროვანი ხარ,

ჩინელი ხარ, რუსი ხარ, ამერიკელი ხარ, კოსმოსელი ხარ, ნამდვილი ხარ, ტყვილი ხარ,
ეიარე, დეიარე ფეხის ფჩხილით გეიარე,
ფილტვში ხარ, ცხვირში გამოი,
ცხვირში ხარ, გარეთ გამოი,
ხელის და ფეხის ფჩხილებიდან გამოი,
ქვას დაადგი კბილი, ჩვენ აგვიშვი ხელი,
ფერიც დუუტიე,
ხორციც დუუტიე,
ჭკვა და ცნება დუუტიე,
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
როის მოი, როის მიხვალ,
ორშაფათს მიხვალ, ორშაფათს წაი,
სამშაფათს მიხვალ, სამშაფათს წაი,
ოთხშაფათს მიხვალ, ოთხშაფათს წაი,
ხუთშაფათს მიხვალ, ხუთშაფათს წაი,
პარასკევს მიხვალ, პარასკევს წაი,
შაფათს მიხვალ, შაფათს წაი,
კვირას მიხვალ, კვირას წაი,
მოუსავლეთში წაი, მარილზე წაი,
გაღმა გაი, ჯანდაბაში წაი.
წაი ოღონდ, დროზე წაი.
ქვას დაადგი კბილი,
ჩვენ აგვიშვი ხელი,
„შემოგევლე კორონიკო,
ნუ აგვირევ ქორონიკონს“. (3-ჯერ)

შემდგომ, კარგად დაიბანეთ ხელები, დაასუფუთავეთ სამოსი და ბინა, დარჩით სახლში, – ეს გურული შელოცვა მე და დათომ მოვიგონეთ. ადრეც დავდე და ისევ გიზიარებთ, დათოსთვის ჩვეული ხალისის მალე დაბრუნების სურვილით და რწმენით“, – წერს თავართქილაძე.

ცნობისთვის, ველოსიპედით მოძრავ ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს 23 მაისს, კომენდანტის საათის დამთავრებისთანავე, მანქანა დაეჯახა და დღემდე კომაში იმყოფება.

მის გადასარჩენად ოჯახის წევრები და ახლობლები თანხას აგროვებენ.

თიბისი ბანკის ანგარიში: GE67TB7019045069600001

მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე

საქართველოს ბანკის ანგარიში: GE04BG0000000125920900

მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close