fbpx
ჰოროსკოპი

აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ვის აქვს შანსი, გაზარდოს თავისი კაპიტალი

2020 წლის აგვისტოს ფინანსური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სწორად მართოთ თქვენი ფინანსები და გაუმკლავდეთ პრობლემებს, ასევე, ვარსკვლავები გირჩევენ, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კაპიტალი.

 

ვერძი

აგვისტო ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური საქმეებისთვის, თუმცა არსებობს რისკი, რომ თვის მეორე ნახევარი ნაკლებად წარმატებული იქნება, ამიტომ უკეთესია ვერძი სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდოს, გულდასმით დაგეგმოს, რას შეიძენს, გონივრულად განკარგოს თავისუფალი ფული და ვალები არ წამოიკიდოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მიღწეული პოზიციების შენარჩუნება.

 

კურო

აგვისტო კუროებს ბევრ შესაძლებლობას ჰპირდება დასახული მიზნის მისაღწევად, თუმცა ყველაფერი შეიძლება გააფუჭოთ ბანალური მიზეზის, საკუთარი თავისა და ძალების მიმართ რწმენის ნაკლებობის გამო. ასტროლოგები გირჩევენ, გამარჯვებისთვის მომართოთ საკუთარი თავი და ყოველდღე მინიმუმ ერთი ნაბიჯი გადადგათ  მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ სასურველი შემოსავლისა და კარიერული წინსვლის იმედი გქონდეთ.

 

ტყუპი

აგვისტოში ტყუპებს დიდი შანსი ექნებათ გაზარდონ თავიანთი ანაზღაურება  და წარმატება მიიზიდონ, მაგრამ ამას აუცილებლად სჭირდება საკუთარი თავის რწმენა და მიზანდასახულობა: უკან ნუ დაიხევთ, როდესაც სირთულეების  წინაშე აღმოჩნდებით და ძალისხმევა სათანადოდ დაგიფასდებათ.

 

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზაფხულის ბოლოს მშვიდი პერიოდი ელოდებათ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ არ გაუარესდეს საქმიანი მდგომარეობა, დაუფიქრებლად არ აიღოთ სესხი მაღალი საპროცენტო განაკვეთით, ფრთხილად იყოთ რაიმეს შეძენისას, რათა დეფექტიანი ნივთი არ იყიდოთ, ან საფულე არ დაგრჩეთ სადმე.

საბედნიეროდ, 20 აგვისტოს შემდეგ პლანეტები თქვენთვის წარმატებულ კონფიგურაციას ქმნიან: კირჩხიბები თანხის განკარგვას უფრო გონივრულად და წინდახედულად შეძლებენ.

 

ლომი

ლომების კეთილდღეობა აგვისტოში დამოკიდებული იქნება მათ ძლიერ მხარეებზე, იქნება ეს ფინანსური ცოდნა, შრომისმოყვარეობა თუ აქტიურობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტისმეტად არ დაიტვირთოთ მოვალეობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შემოსავალი ძალების აღდგენაზე, სტრესისგან გათავისუფლებასა და დასვენებაზე დაგეხარჯებათ. რაც არ უნდა მწვავედ იდგეს ფინანსური კეთილდღეობის საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ თქვენი საფულის შევსებაზე, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზეც იზრუნოთ.

 

ქალწული

ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები აფრთხილებენ, რომ აგვისტოში უმჯობესია ინტუიციას და საკუთარ ძალებს ენდოთ. თუ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ვინმე სხვას დაავალებთ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ დავალება ისე არ შესრულდება, როგორც გეგმავდით. ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას უმჯობესია იხელმძღვანელოთ ერთი წესით: ნუ ჩადებთ თანხას საეჭვო პროექტებში.

 

სასწორი

აგვისტოში სასწორის კოზირი იქნება ფულის სწორად განკარგვისა და სხვების მოსაზრებების გათვალისწინების უნარი. ეს საშუალებას მოგცემთ, შეამციროთ სესხი, ასევე, გექნებათ არაერთი მომგებიანი კონტრაქტის გაფორმებისა და ახალ ფულადი შემოსავლების მიღების შანსიც, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და  პასუხისმგებლობით მოეკიდოთ სამსახურებრივ ამოცანებს.

 

მორიელი

მორიელს აგვისტოში მოუწევს მაქსიმუმი „გამოწუროს“ ნებისმიერი, თუნდაც წამგებიანი სიტუაციიდან. ეს იქნება ერთადერთი სწორი მიდგომა, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, თქვენკენ მიიზიდოთ წარმატება და ფინანსები. საბედნიეროდ, ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი ფინანსური შესაძლებლობების მოძიებაში დაეხმარებიან და  ფორტუნას მათ სასარგებლოდ განაწყობენ. შოპინგი წარმატებული იქნება – თამამად განაახლეთ თქვენი საშემოდგომო გარდერობი.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანს შეუძლია აგვისტოში არაერთი მომგებიანი გარიგება დადოს. ისინი დაკავშირებული იქნება საკუთრების სფეროსთან, საუბარია როგორც უძრავ ქონებაზე, ისე, მაგალითად, ახალ ავტომობილზე. ზოგისთვის ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ბინის კაპიტალურ რემონტს, სხვებისთვის კი მანქანის ტექნიკურ შემოწმებას. როგორი სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას, შემოსავლების მიღებისას თუ შენაძენების გაკეთებისას, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ თქვენი ჯანმრთელობა და ფულის გულისთვის საფრთხის წინაშე არ დააყენოთ.

 

თხის რქა

აგვისტოს არ შეიძლება ეწოდოს წარმატებული თვე სპონტანური გადაწყვეტილებებისა და  დაუფიქრებელი ქმედებებისთვის, ამიტომ სანამ ახალ პროექტს წამოიწყებთ ან საეჭვო ავანტიურებში  ჩაერთვებით, ასტროლოგები გირჩევენ, გულდასმით შეამოწმოთ ყველა ინფორმაცია და წინასწარ გააანალიზოთ, თქვენი შემდგომი ნაბიჯები რა შედეგს  მოიტანს. ასე არა მხოლოდ დაიცავთ თავს უსიამოვნებებისგან, არამედ მისაბაძი მაგალითიც გახდებით.

 

მერწყული

აგვისტოში მერწყულის საუკეთესო ასისტენტი დღიური გახდება – წარმატების გასაღები იქნება თქვენი დროის დეტალურად დაგეგმვა და მოვალეობების სწორად განაწილება. ვარსკვლავები გირჩევენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მიზნები უნდა დაისახოთ აგვისტოსთვის, რომლებიც პირველ რიგში უნდა შესრულდეს. ასეთი მიდგომის წყალობით ზაფხულის ბოლოს პირველი შედეგები გამოჩნდება, რითაც არა მარტო მერწყულები, არამედ მათი ხელმძღვანელებიც იამაყებენ.

 

თევზები

თევზებს აგვისტოში პოზიტიური აზროვნება დაეხმარება. მის გარეშე ამ თვეში საეჭვოა რამე მნიშვნელოვანი გამოვიდეს. საბედნიეროდ, ისევე როგორ ნებისმიერი სხვა უნარის, პოზიტიური აზროვნების გავარჯიშება და განვითარებაც შესაძლებელია. ასტროლოგების აზრით, ახლა ფული ზუსტად თვითგანვითარებაზე, სწავლაზე ან მოგზაურობაზე უნდა დახარჯოთ. ასევე, რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან აიცილეთ ახალი სასესხო ვალდებულებები. თუ სესხის გარეშე ფონს ვერ გადიხართ, სანამ ხელს მოაწერთ, ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ კონტრაქტი.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close