fbpx
კრიმინალისაქართველო

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისივე მეგობარი, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ერობლივად ჩაატარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი საკუთარ ბინაში მოკლული გუშინ ღამით აღმოაჩინეს.

წყარო: 1tv.ge

p. s. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ქალი 31 წლის ელისო ჩეჩელაშვილია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close