კრიმინალისაქართველო

ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.

ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

ამ დროისათვის ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close