ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა სროლის შედეგად ვაშინგტონში. ამის შესახებ ტელეარხი NBC4 Washington-ი იუწყება კოლუმბიის ოლქის პოლიციის პრესმდივნის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სროლა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა (წუხელ 02:00 სთ-ზე თბილისის დროით) ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას – მე-14 ქუჩის და სპრინგ როუდის გადაკვეთაზე. ამასთან, მაშველებმა ტელეარხს აცნობეს, რომ სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთის ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. ორი დაჭრილის მდგომარეობა კი მძიმეა.
ადამიანების ჯგუფს ცეცხლი პისტოლეტებით შეიარაღებულმა პირებმა გაუხსნეს (წინასწარი ინფორმაციით, 3-მა მამაკაცმა). მათ დანაშაულის ადგილიდან გაქცევა შეძლეს. ეჭვმიტანილებს ეძებენ. პოლიცია მომხდარს მიზანმიმართულ თავდასხმად აფასებს.
კოლუმბიის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის ტვიტერის გვერდზე მოცემულია სროლაში ეჭვმიტანილი ადამიანების აღწერა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ მათგანს ეცვა შავი „ტოლსტოვკა“ (Tolstoy blouse), მეორეს კი – ნაცრისფერი. ბოლოს ისინი ნახეს დაფერილშუშებიან მუქლურჯ ან შავ ავტომობილში.
12 ივლისს უცნობმა პირმა ტეხასის შტატის ქალაქ მაკ ალენში 2 პოლიციელი მოკლა სროლის შედეგად, როდესაც ისინი გამოძახების ადგილას მივიდნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის სხვა თანამშროლებმა დამნაშავეს იარაღის დაგდება მოსთხოვეს, თუმცა მან თავი მოიკლა.
კომენტარები