fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ბერძნული კულტურული ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილის სოლოკონცერტით გაიხსნა (ვიდეო)

საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წლის 18 ივლისს, ბერძნული კულტურული ფესტივალი სახელწოდებით “All of Greece, one Culture” ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სოლო კონცერტით გაიხსნა. ამის შესახებ საქართველოს აელჩო თავს ფეისბუქგვერდზე წერს.

კონცერტი ათენის ცენტრში, რომაული აგორას ღია სივრცეში გაიმართა და მას საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიც დაესწრო. ამით დაიწყო ორთვიანი ფესტივალი, რომლის ფარგლებში სამასამდე კულტურული ღონისძიება გაიმართება საბერძნეთის სხვადასხვა არქეოლოგიური ღირSშესანიშნაობის სივრცეში. ანიტა რაჭველიშვილის კონცერტს, რომელშიც ჩვენმა საამაყო თანამემამულემ მონაწილეობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღო, ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. ამ ღონისძიებით საბერძნეთის ხელისუფლებამ პატივი მიაგო ყველა იმ ადამიანის დაუღალავ შრომას, ვინც ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პრევენციას შეუწყო ხელი და ვინც დაუღალავად იშრომა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

ფოტოები საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუქიდან

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close