საზოგადოებასაქართველო

გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო

სოციალურად დაუცველი დედა დახმარებას ითხოვს

კახეთში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. როგორც რადიო „ათინათსმრავალშვილიანმა დედამ ლუდმილა ასლანდიამ უთხრა, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს.

„ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ, გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი, ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ, იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი, რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით. ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, კვერცხები გარეთ გაიტანეს, შესაძლოა მოაკითხოსო. ცუდ მდგომარეობაში ვართ, წლებია ბინას ველოდებით, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ. ბავშვები ვერ იძინებენ, შეშინებულები არიან“, – გვითხრა მან.

ოთხი შვილის დედა დახმარებას და ბავშვებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს ითხოვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close