fbpx
საზოგადოებასაქართველო

ფოთისა და ურეკის სანაპირო მწვანედ „შეიღება“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპიროს ფოთი-ურეკის მონაკვეთზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

„ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

აღებულ იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით, – აცხადებენ უწყებაში.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ აღნიშნულ პრობლემას სუბიექტური საფუძველი აქვს: მისი ინფორმაციით, ფოთში მდინარე კაპარჭინის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბიოლოგიური მასის ამოღების ნაცვლად ეს მასა დინებას გაატანეს, რის შედეგადაც ჯერ პალიასტომის ტბა, შემდეგ მდინარე მალთაყვა და შავი ზღვის ფოთის აკვატორია დაზარალდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close