fbpx
ეკონომიკასაქართველო

როგორია ატმის წლევანდელი მოსავალი კახეთში

კორონავირუსი ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ კახეთში სოფლის მეურნეობამ ნაკლებად იზარალა. მოსავლის დაბინავებას და გასაღებას პრობლემა არ შექმნია და ფერმერებიც ბაზარზე ჩამოყალიბებული ფასით კმაყოფილები იყვნენ – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, იგივე სურათია ატამთან დაკავშირებითაც. „კარგი მოსავალია ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც და ფასი არის ძალიან კარგი. იმაზე უკეთესი, ვიდრე შარშან იყო და ამ ფასის ჩამოყალიბებაში მხოლოდ და მხოლოდ ბაზარი მონაწილეობს და უნდა აღინიშნოს, რომ დღე ფერმერები ღიად აღნიშნავდნენ და არ მალავდნენ კმაყოფილებას ფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აისახება ყველა დასაქმებულ ადამიანზე“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის პროექტების გატარების შედეგად, ძალიან ბევრი ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა.

„თუ წინა წლებში შვიდიოდე სამაცივრე მეურნეობა იყო, დღესდღეისობით 20 გამართული სამაცივრე მეურნეობა გვაქვს და 4 საკმაოდ დიდი, თანამედროვე წარმოება, რომლებიც ხილფაფებს, წვენებს აწარმოებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსავალი, არცერთი კილოგრამი არ დარჩება ჩაუბარებელი“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს და 1800 ტონამდე ატამია უკვე გატანილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close