საზოგადოებასაბერძნეთი
RYANAIR-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენში მიფრინავდა, ცეცხლი გაჩნდა
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბერლინიდან ათენის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად ქალაქ თესალონიკის აეროპორტ „მაკედონიაში“ დაეშვა, სადაც 8 სახანძრო მანქანა და 20 მეხანძრე იყო მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი პილოტის კაბინეტში აალებას მოჰყვა. ბორტზე 157 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 6 წევრი და ერთი ბავშვი. თვითმფრინავიდან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსფრთხოდ გამოიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები