fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

RYANAIR-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენში მიფრინავდა, ცეცხლი გაჩნდა

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომელიც რეისს ბერლინიდან ათენის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად ქალაქ თესალონიკის აეროპორტ „მაკედონიაში“ დაეშვა, სადაც 8 სახანძრო მანქანა და 20 მეხანძრე იყო მობილიზებული.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძარი პილოტის კაბინეტში აალებას მოჰყვა. ბორტზე 157 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის 6 წევრი და ერთი ბავშვი. თვითმფრინავიდან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსფრთხოდ გამოიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close