ხელოვნება

ვინსენტ ვან გოგისა და პოლ გოგენის წერილები ბორდელში ვიზიტების შესახებ აუქციონზე 210 600 ევროდ გაიყიდა

ცნობილი მხატვრების – ვინსენტ ვან გოგისა და პოლ გოგენის წერილები ბორდელში ვიზიტების შესახებ აუქციონის სახლმა Drouot-მა 210 000 ევროდ გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, წერილები 1888 წლით თარიღდება. მისი ადრესატია მათი ფრანგი მეგობარი, ფერმწერი ემილი ბერნარი. წერილი რამდენიმე დღით ადრეა დაწერილი ცნობილ შემთხვევამდე, როცა ვან გოგმა ყური მოიჭრა.

წერილებში საუბარია ორი მხატვრის ცხოვრებაზე ქალაქ აპლეში და ასევე მათ ვიზიტებზე ბორდელებში. „ახლა იმაზე, რაც შენ დაგაინტერესებს. ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ბორდელებში. მგონია იქ ხშირად მივალთ, იმისთვის, რომ იქ ვიმუშავოთ“, – წერს ვინსენტ ვან გოგი.

ვან გოგმა უკვდავყო „ყვითელი სახლი“ თავის ერთ-ერთ ნახატში

წერილები აუქციონზე ვინსენტ ვან გოგის ფონდმა იყიდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close