კრიმინალისაქართველო

რუსთავში ავტომობილი კატერს დაეჯახა (ვიდეო)

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა.

„ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, მოგლიჯა ღობე და ავტოპარკინგზე, სპეციალურ მოწყობილობაზე განთავსებულ კატერს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი ინერციით გადავარდა და ხეს დაეჯახა, ბოლოს კი გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა, ექიმებმა მათ ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close