მოგზაურობაიტალიასაზოგადოება

იტალიის ხელისუფლებამ ფრენის წესი შეცვალა – ცარიელი სავარძლები სავალდებულო აღარ არის

ბიუჯეტური ავიაკომპანიების მოწოდებები გათვალისწინებულია: 12 ივნისს იტალიის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის დისტანციის დაცვა 15 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება.

უსაფრთხო მანძილის დაცვის აუცილებლობა მგზავრებს შორის შენარჩუნებულია აეროპორტების ყველა ზონასა და ავტობუსებში, რომლებსაც მგზავრები თვითმფრინავამდე გადაყავთ, მაგრამ საჰაერო ხომალდების სალონების შემთხვევაში დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომელიც აუქმებს ავიაკომპანიებისათვის ვალდებულებას, რომ სავარძლების რიგები ცარიელი დატოვონ (მაგ, სამადგილიან რიგებში შუა რიგში მგზავრები არ მოათავსონ).

ახალი დებულების არგუმენტად მოყავთ ის ფაქტი, რომ თვითმფრინავების სალონებში ჰაერი ყოველ 3 წუთში ერთხელ ახლდება და Hepa-ს ფილტრებით იწმინდება, ისეთივე ფილტრებით, როგორიც მედიცინაში გამოიყენება.

მიუხედავად ამისა, მგზავრებს ფრენის მთელი დროის განმავლობაში უნდა ეკეთოთ დამცავი ნიღაბი, აეროპორტში შესვლის მომენტიდან, როდესაც მათ სხეულის ტემპერატურას გაუზომავენ. იმისათვის, რომ მგზავრი თვითმფრინავის ბორტზე დაუშვან, მისი სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

დაბოლოს, დადგენილებაში ნათქვამია, რომ „მგზავრების ჩასხდომა და თვითმფრინავიდან ჩამოსვლა მოხდება თანდათანობით, ინდივიდუალურად, რათა მათ შორის მჭიდრო კონტაქტი თავიდან იქნას აცილებული“. 

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close