იტალიამიგრაციაპოლიტიკა

ფრანჩესკინი კონტეს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეცვალონ სალვინის „უსაფრთხოების დეკრეტი“

კონტე კულტურის მინისტრს დაჰპირდა, რომ საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ

შევიდეს ცვლილებები უსაფრთხოების დეკრეტში (რომელიც მატეო სალვინის ინიციატივით მიიღო იტალიამ 2018 წლის ნოემბერში, როცა ეს უკანასკნელი შს მინისტრი იყო) და რაც შეიძლება სწრაფად, – მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ კონტეს და იტალიის მთავრობას კულტურული მემკვიდრეობის მინისტრი დარიო ფრანჩესკინი. მან ეს მიმართვა 12 ივნისს საღამოს მინისტრთა საბჭოში თავისი გამოსვლისას გააკეთა. ამის შესახებ La Repubblica წერს.

როგორც დემოკრატიული პარტიის „წყაროები“ ამტკიცებენ, პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დაჰპირდა ფრანჩესკინის, რომ მომავალი კვირის განმავლობაში მოიწვევს დელეგაციების ხელმძღვანელების სამიტს შს მინისტრ ლუჩანა ლამორჯეზესთან ერთად (როგორც ცნობილია, ქალბატონო ლამორჯეზე, აგრეთვე, მხარს უჭერს სალვინის დეკრეტში ცვლილებების შეტანას და მის შემსუბუქებას, ამის შესახებ მან რამდენჯერმე განაცხადა).

დეკრეტში, რომელიც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ მიიღო 2018 წელს, აგრეთვე, მოცემულია იტალიამდე ზღვით მისული მიგრანტების ნაპირზე გადმოსვლის ამკრძალავი დებულებები. „ამ დებულებების გაუქმება ქვეყანას ნაკლებად უსაფრთხოს გახდის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მცდელობა დავბლოკოთ“, – ასე უპასუხა სალვინიმ ფრანჩესკინის, თუმცა სალვინის გაუჭირდება, რომ ამ საკითხზე უმრავლეობაში მხარდაჭერა მიიღოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close