fbpx
საზოგადოებაnewsსაქართველო

საქართველოში კორონავირუსისგან 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კოვიდ-19-მა ქვეყანაში 14 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველოში 13 ივნისს, საღამოს კორონავირუსისგან კიდევ ერთი – მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იყო, – ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, მამაკაცს ვირუსი აღარ ჰქონდა, თუმცა ინფექციის გამო გამწვავებული დაავადებების ფონზე მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იგი ე.წ. „ეროვნული ბანკის“ კლასტერს მიეკუთვნებოდა.

„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე კოვიდით. დინამიკაში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და, სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში მთლიანობაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 851 შემთხვევა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით). გასულ 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 702 კოვიდ-ინფიცირებული და აქტიურ პაციენტთა რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი ისევ უფიქსირდებათ, 135-ს შეადგენს; მათგან კრიტიკულად ფასდება 6 პაციენტის მდგომარეობა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close