ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებიnews

გორში ორთავიანი ხბო დაიბადა (ვიდეო)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა. პირუტყვის პატრონები ამბობენ, რომ შემთხვევა მათთვისაც საკმაოდ უჩვეულოა. მათი თქმით, ძროხამ, რომელმაც ორთავიანი ხბო გააჩინა, მანამდე 6-ჯერ იმშობიარა, თუმცა ყველა ხბო აქამდე ნორმალური და ჯანმრთელი დაიბადა:

„დილით დაეწყო მშობიარობა ძროხას, თუმცა ვერ აჩენდა. ჩვენ ვეხმარებოდით მშობიარობაში, მაგრამ დიდი ზომის თავის გამო ხბო ვერ გამოდიოდა გარეთ. გამოვიძახეთ ვეტერეინარი, მან შეამოწმა და თქვა, რომ ხბოს ორი თავი ჰქონდა. გაუკეთა საკეისრო კვეთა, ხბო მკვდარი დაიბადა“, – ამბობს მეპატრონე.

ექიმი-ვეტერინარის მაიზერ ღერკენაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველია.

qartli.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close