მედიცინა

პრეპარატ ავიფავირის პირველი პარტია უკვე საავადმყოფოებშია

პრეპარატმა, რომელიც ფავიპირავირის ბაზაზე დამზადდა და რომელიც კორონავირუსის გამრავლების მექანიზმს ბლოკავს, რუსეთში ეფექტიანობა კლინიკური გამოცდისას დაადასტურა

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და კომპანია „ქიმრარის“ ჯგუფმა საავადმყოფოებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ ავიფავირის პირველი პარტია შეიტანეს, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„პრეპარატის პირველი პარტიები მიიღეს მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვგოროდის, კიროვის, ნიჟეგოროდის, ასევე თათრეთის რესპუბლიკისა და ეკატერინბურგის ოლქების კლინიკებმა და ფარმაცევტულმა ორგანიზაციებმა. ივნისში რუსეთის საავადმყოფოებს გადაეცემა ავიფავირის 60 ათასი კურსი. საჭიროების შემთხვევაში წარმოების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს წელიწადში ორ მილიონ კურსამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავიფავირი ერთ-ერთია მსოფლიოში იმ ორი პრეპარატიდან, რომლებიც კორონავირუსის სამკურნალოდაა დარეგისტრირებული.

პრეპარატმა, რომელიც ფავიპირავირის ბაზაზე დამზადდა და რომელიც კორონავირუსის გამრავლების მექანიზმს ბლოკავს, ეფექტიანობა კლინიკური გამოცდისას დაადასტურა. ამ დროისათვის პრეპარატი თავისუფლად არ იყიდება, ის მხოლოდ სტაციონარებში მოთავსებული პაციენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.

როგორც პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრევმა განმარტა, ავიფავირზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ყველა რეგიონში მის  მიწოდებაზე. გარდა ამისა, პრეპარატზე მოთხოვნები მიღებულია კიდევ ათზე მეტი ქვეყნიდან.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close