ტექნოლოგიები

WHATSAPP-ს ახალი ფუნქცია ემატება

WhatsApp-ის მესენჯერს ახალი ფუნქცია ემატება. ამის შესახებ ვებგვერდი WABetaInfo წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი ფუნქცია მომხმარებელს დაეხმარება მესიჯი „სასაუბრო ფანჯარაში“ თარიღის მიხედვით იპოვოს. ახლა მესენჯერში უკვე არის ძებნის ფუნქცია. თუმცა კონკრეტულ დღეს გაგზავნილი მესიჯს მარტივად ვერ მოძებნით.

ახალი ფუნქციის გაშვების შემდეგ მომხმარებელი სწრაფად იპოვის საჭირო მესიჯს, როცა გაგზავნის ან მიღების თარიღს აირჩევს. ამისთვის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს კალენდრის ღილაკი, „სასაუბრო ფანჯარაში“ ძებნის რეჟიმით.

ამ დროისთვის ფუნქციის ალფა-ტესტირება მიმდინარეობს. თარიღი, თუ როდის გაეშვება ფუნქცია და ფართო საზოგადოებითვის იქნება ხელმისაწვდომი, ჯერ არ სახელდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close