მედიცინამოგზაურობამსოფლიო

თურქეთმა გადაწყვეტილება შეცვალა, საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ დასჭირდებათ თურქეთში სამკურნალოდ

თურქული მხარე საქართველოს მოქალაქეებისგან თურქეთში მკურნალობისთვის მიზნობრივი ვიზის აღებას აღარ ითხოვს, – ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, თურქულმა მხარემ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და საელჩოს აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭირო აღარ არის.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები:

– პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

– პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს – „USHAŞ“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

– ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი.

ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი“, – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 2 ივნისს საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთში სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებოდათ.

თურქეთმა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საქართველოსა და კიდევ 30 ქვეყნისთვის 20 მაისიდან გააუქმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა და პაციენტებს ისევ შეუძლიათ თურქეთში სამკურნალოდ ჩასვლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close