მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსის 130 შემთხვევის დადასტურების შემდეგ 7000 მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს

ისრაელის ერთ-ერთ სკოლაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევის დადასტურების შემდეგ 7000 მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს. კარანტინში არიან მასწავლებლებიც.

ქვეყნის მასშტაბით 40 სკოლა ისევ დაიხურა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ იერუსალიმის გიმნაზიაში კორონავირუსით ინფიცირება 130 მოსწავლეს დაუდგინდა. ადგილობრივი მედიის ვერსიით, ვირუსი ერთ-ერთი მასწავლებლისგან გავრცელდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს.

გუშინ ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ისრაელში დაფიქსირებული ყველაზე დიდი მაჩვენებელია. დღეს კი ინიფიცრებულთა რაოდენობა 53-ით გაიზარდა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში მთლიანობაში კორონავირუსის 17 342 შემთხვევაა დაფიქსირებული, 290 პაციენტი დაიღუპა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close