fbpx
მედიცინამსოფლიო

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ქვეყანას შეზღუდვები უნდა დაეწესებინა

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი აცხადებს, რომ ქვეყანას შეზღუდვები უნდა დაეწესებინა, რათა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება გაეკონტროლებინათ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ანდერს ტეგნელი თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ შვედეთის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს თავად უნდა დაეცვათ სოციალური დისტანცია, სხვა წესები და სახელმწიფო შეზღუდვებს არ დააწესებდა, უფრო სწორი იყო. ის სხვა ქვეყნებს კარანტინის შემოღების გამო აკრიტიკებდა.

თუმცა დღეს ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ კორონავირუსს ქვეყანაში ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

„თუ ჩვენ საქმე გვექნებოდა იმავე დაავადებასთან და გვეცოდინებოდა ვირუსის შესახებ ის ყველაფერი, რაც დღეს უკვე ცნობილია, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ შვედეთის სტრატეგიისა და სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული წესების შუალედურ ვარიანტს ავირჩევდით“, – განაცხადა ტეგნელმა.

შვედეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე (03.06.2020; 15:00 სთ) 4542 ადამიანი გარდაიცვალა.

შედარებისთვის: დანიაში, სადაც შეზღუდვები დაწესდა, 580 ადამიანია გარდაცვლილი, ნორვეგიაში – 237, ფინეთში – 321.

შვედეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 450-ს უდრის, დანიაში – 100-ს, ნორვეგიაში – 44-ს, ფინეთში კი – 54-ს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close