იტალიასაზოგადოება

თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ რომის პაპმა მორწმუნეები მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან დალოცა

თითქმის 3 თვის შემდეგ პირველად, რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილები მოციქულთა სასახლის ფანჯრიდან დალოცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოედანზე შეკრებილები მის გამოჩენას აპლოდისმენტებით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სოციალურ დისტანციას იცავდნენ, უმეტესობას პირბადე ეკეთა. 8 მარტის შემდეგ პაპი მორწმუნეებს ქადაგებით ინტერნეტით მიმართავს. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებია. ფრანცისკემ მორწმუნეები ფანჯრიდან ბოლოს 8 მარტს დალოცა.

ვატიკანი ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის 10 მარტს დაიხურა, 18 მაისიდან კი მათ წმინდა პეტრეს ტაძარში შესვლის ნება მისცეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close