fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ზვიად გამსახურდია უმცროსი – უნიჭიერესი მევიოლინე

უმცროსი ზვიად გამსახურდია კოკო გამსახურდიას შვილია, რომელიც უნიჭიერესი მევიოლინეა.

მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი გამსახურდიების უნიჭიერესი გენის შესახებ:

„მოდის 26 მაისი! უკვე ჩვენს ახალ ისტორიაში ეს თარიღი პირდაპირ დაკავშირებულია ზვიად გამსახურდიასთან! ანუ ჩვენი თანამედროვე დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან და მათ გუნდთან. მათი შრომის გარეშე, დღეს საქართველო არ იქნებოდა დამოუკიდებელი.

ვიცნობდი ორივეს, ზვიადსაც და მერაბსაც, და ვამაყობ ამით. ორივე უდიდესი ინტელექტუალი და ჰუმანისტი. ორივე, ფიზიკურად განადგურებული. ზვიად გამსახურდია – უდიდესი ქართველი მწერლის, მოაზროვნის, ჰუმანისტი და უნიკალური დედის შვილი. თვითონ ზვიადი უდიდესი ინდივიდუალური თვისებებით აღსავსე, საქართველოსთვის თავდადებული და განწირული, ღრმად მოაზროვნე უნიკალური პიროვნება, რომელმაც სრულიად სწორე აქცენტები და წერტილები დასვა ისტორიაში!

მისი ვაჟიშვილი კოკო (კონსტანტინე) განათლებული ინტელექტუალი, ჰუმანისტი, პატრიოტი, ქართველი! ზვიადის სასახელო შვილის შვილები, რომელთაც ასევე სულიერ და მაღალ ინტელექტუალურ დონეზე იპოვნეს თავიანთი გზა.

მოკლედ, ეს არის საქართველოსთვის თავდადებული, სულიერად ღრმა, ინტელექტუალურად ფართო განზომილების, ჰუმანისტი ოჯახი, რომელსაც ამ „გრძნეულმა“ ხელისუფლებებმა არ აღირსეს სიმართლის ზეიმი. მჯერა, რომ სიმართლე ადრე თუ გვიან იპოვნის თავის გზა-კვალს და ზოგიერთები, ან მათი შთამომავლობა საჯაროდ შერცხვებიან.

აქ კი, დასტურად, კონსტანტინე გამსახურდიას დიდი შვილის შვილის, ზვიად გამსახურდიას შვილის შვილის, კოკო გამსახურდიას შვილის მიერ შესრულებული ურთულესი სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი ჩემი თანხლებით.

ვერავინ და ვერაფერი ვერ დაჩაგრავს ჭეშმარიტ სულს და გონს!“ – წერს მაესტრო.

artinfo.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close