fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 25-31 მაისი

25-იდან 31 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდში თითოეული ადამიანის შესაძლებლობები, მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შეუზღუდავი გახდეს. შეეჭიდეთ მნიშვნელოვან საქმეებს, საკუთარ თავზე აიღეთ მათი წარმატებით დასრულება – თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით! არ დაგავიწყდეთ, რომ მოგვიანებით თქვენს დამსაქმებელს მიანიშნოთ ჯილდოზე, რომელსაც გულმოდგინე შრომით იმსახურებთ. იგი უარს არ იტყვის.

 

ვერძი

ბედი შანსს მოგცემთ, კარგი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ამისთვის მთელი თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება მოგიწევთ. მზად იყავით მივლინებებისთვის,  საღამოს საათებსა და გამოსასვლელ დღეებში მუშაობისთვის. ამავე დროს, პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება. საყვარელი ადამიანი ყოველთვის მხარს დაგიჭერთ და საჭიროების შემთხვევაში თქვენ გვერდით იქნება.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში დაგეხმარებათ. ხოლო მათგან, ვინც პირიქით, ყველანაირად ცდილობს, ხელი შეგიშალოთ, თავი შორს დაიჭირეთ. შეიძლება პრობლემები წარმოიშვას სამსახურში, სადაც კოლეგებს თქვენი ბევრი რამ შურთ. ამ პერიოდის განმავლობაში მოზღვავებული ენერგია გექნებთ. ისარგებლეთ ამ შანსით!

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ტყუპი

სწორედ ახლა უნდა შეეცადოთ გააკეთოთ რაღაც უჩვეულო, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. ამან შეიძლება ახალი ჰორიზონტები გაგიხსნათ. ნუ შეგეშინდებათ იმ ადამიანებთან დაშორება, რომლებსაც თქვენი გზა არ აქვთ. ახლა ურთიერთობის გაწყვეტა ნაკლებად მტკივნეული იქნება, ვიდრე მოგვიანებით. ვინც წასასვლელია, დროზე უნდა წავიდეს.

სასიკეთო დღეები:  26, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

თუ კონკურენტები გყავდათ, განსაკუთრებით სასიყვარულო ფრონტზე, ახლა ისინი ვეღარაფერს დაგაკლებენ! თქვენს სიმაღლეზე იქნებით. ნუ გაიბღინძებით, თორემ ეს მხოლოდ მცირეხნიანი წარმატება იქნება. შეიძლება მივლინებაში გაგგზავნონ და უმჯობესია უარი არ თქვათ. იმუშავეთ თქვენი სტატუსის ასამაღლებლად!

სასიკეთო დღეები:  26, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

 

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ ამ დღეებში ნაკლები დრო დაუთმოთ სამსახურს და უფრო მეტი – ოჯახს.  ნუ შეეცდებით ყველას გაოცებას სამსახურში თქვენი შრომისმოყვარეობით: მაინც არავინ დაგიფასებთ. კვირის ბოლოს შესაძლებელია სტრესული სიტუაცია შეგექმნათ. ძალების აღდგენაში კარგი დასვენება და მომადუნებელი მასაჟი დაგეხმარებათ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ქალწული

მაისის ბოლოს შანსი  გაქვთ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას,  მაგრამ სანამ ყველაფერს მიატოვებთ, კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი ნაბიჯი. ეს პერიოდი კარგია ახალი ცოდნის შესაძენად და სამსახურში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სახლში სიმშვიდე გექნებათ, რაც საუკეთესო გავლენას მოახდენს თქვენზე.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

წარმატება ელოდება მათ, ვისი პროფესიული საქმიანობაც შემოქმედებას უკავშირდება. ამისთვის შეგიძლიათ კარგი მოგება მიიღოთ. შეეცადეთ ამ პერიოდის განმავლობაში მოერიდოთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას: მათ შეუძლიათ საფუძვლიანად შეგიცვალონ განწყობა. უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ ოჯახს!

სასიკეთო დღეები:  26, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

 

მორიელი

ამ კვირაში ბოლო თვეების შედეგებს შეაჯამებთ, პირველ რიგში ეს ეხება საკუთარ მიღწევებს. მეგობრებთან ურთიერთობისას ფრთხილად იყავით: ზედმეტი არ ილაპარაკოთ და  ემოციებს ნუ გაუზიარებთ. სამწუხაროდ, ეს შეიძლება მომავალში თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მშვილდოსანი

ძველ ნაცნობთან  შეხვედრა გელოდებათ. იყავით მაქსიმალურად მომზადებული: განაახლეთ თქვენი თმის ვარცხნილობა და გარდერობი. შეხვედრას შეიძლება გაგრძელება ჰქონდეს… ახლა განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს სჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, გადადოთ ყველა სხვა საქმე, რათა ახალგაზრდა თაობაზე იზრუნოთ.

სასიკეთო დღეები:  25, 31.

არასასიკეთო დღე: 28.

 

თხის რქა

ახლობელი ადამიანები ისეთები არ აღმოჩნდებიან, როგორსაც შეჩვეული ხართ. სამწუხაროდ, ნერვიულობა მოგიწევთ.. სიმშვიდე მხოლოდ კვირის ბოლოს დაგიბრუნდებათ და შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ახლა შვებულების აღებას ან თუნდაც დაგეგმვას. უმჯობესია დრო სამუშაოს დაუთმოთ, დასვენებაზე მოგვიანებით იფიქრეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მერწყული

იმდენი შეხვედრა და ახალი ნაცნობობა გელით, რომ მალე მოგბეზრდებათ ეს ყველაფერი. ნება მიეცით საკუთარ თავს, ამ მარათონის ბოლოს ცოტა დაისვენოთ. კოლეგებმა შეიძლება თქვენს ზურგს უკან ჭორაობა დაიწყონ. ამის საუკეთესო პასუხი მათი სრული უგულებელყოფაა.

სასიკეთო დღეები:  26, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თევზები

ერთ-ერთ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას ვერსად გაექცევით, მაგრამ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები, რის გაკეთებასაც ვარსკვლავები გირჩევენ. ახლა სასარგებლოა საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდეთ და კეთილი საქმეები გააკეთოთ. საკუთარი თავისთვის ფულს ჯერ ნუ დახარჯავთ, შემდეგისთვის გადადეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 29.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close