მოგზაურობამსოფლიო

ესპანეთი ივნისის ბოლოს ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას აპირებს

ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ხოსე ლუის აბალოსმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, უცხოელების მიღებას ქვეყანა მას შემდეგ შეძლებს, რაც ესპანეთის შიგნით რეგიონებს შორის მიმოსვლა აღდგება.

„როგორც კი ჩვენ, ესპანელები შევძლებთ სხვა პროვინციებში გამგზავრებას, უცხოელები შეძლებენ ესპანეთში ჩამოსვლას. ვიმედოვნებ, რომ ივნისის ბოლოდან ტურისტულ საქმიანობას დავიწყებთ“, – განაცხადა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

ესპანეთის ეკონომიკის 12 პროცენტი ტურიზმის სექტორზე მოდის.

რა შეეხება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება – გასულ 24 საათში ინფიცირების 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ლოქდაუნის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია; რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასულ ერთ დღეში 59 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა (გუშინ – 87) – ეს მაჩვენებელიც ყველაზე დაბალია თითქმის ბოლო 2 თვის მანძილზე.

მთლიანობაში კი ქვეყანაში ამ დროისთვის დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 278188 შემთხვევა, გარდაცვლილია 27 709 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 195 945.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close