საზოგადოებასაქართველო

ქუთაისში 52 წლის ქალი პირველი შვილის დედა გახდა

ქუთაისიში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა. დალი გიორგაძე დედა 14 მაისს გახდა.

ექიმების თქმით, დედა და მისი პირმშო თავს კარგად გრძნობენ.

„ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე. ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9-თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქარია.

ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელია  თითქმის არაფერია. მთავარია, გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ“, – წერია „ხონელიძის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close