fbpx
ვიდეოსაქართველო

„მზიურის“ რეაბილიტაცია სრულდება (ვიდეო)

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის და „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია სრულდება – პარკის ტერიტორიაზე მოეწყო  სკეიდბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში ახლა მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზია.

აღადგინეს ძველი მოზაიკები, ხიდები, კიბეები; პარკის ტერიტორიაზე დაიდგა სკამები, ურნები, სასმელი წყლის სოკოები, მოეწყო დასასვენებელი ადგილები, ხელოვნური ტბა.

გამოცვალეს კომუნიკაციები: სასმელი წყლის, ირიგაციის, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.

განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია როგორც შშმ პირებისთვის, ისე იმ მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით ასეირნებენ ბავშვებს.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მისი ღირებულება დაახლოებით 7.8 მილიონი ლარია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close