fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს პროვინცია გირინის ქალაქ შულიანში და პროვინცია ლიაონინში.

როგორც „საუზ ჩინა მორნინგ პოსტი“ იუწყება, ორივე რეგიონში ერთად კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქალაქ შულანის ხელისუფლებამ 18 მაისიდან ჩაკეტა ის სახლები, სადაც სავარაუდო ინფიცირებულები ცხოვრობენ. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ დღეში ერთხელ შეუძლიათ. მთელ პროვინციაში შეჩერებულია სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ექვსი ადგილობრივი მაღალჩინოსანი, რომელთაც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰქონდათ დავალებული.

როგორც ჩინური მედია წერს, ვარაუდობენ, რომ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ვირუსი რუსეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა ჩაიტანეს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close