არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.
ცეცხლი შენობის თითქმის ყველა სართულს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ რესტორანში გაჩნდა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცათამბჯენიდან ნამსხვრევები ქუჩაში ცვივა. ხანძრის გაჩენის მიზეზებსა და მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ცათამბჯენის ახლომდებარე ხუთი შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარები