მედიცინამსოფლიო

მომავალ პანდემიებს ნანორობოტებით შევაჩერებთ? – იაპონელი მეცნიერების ინოვაციური მეთოდი

იაპონელი მეცნიერები მომავალ პანდემიებთან ბრძოლას ნანორობოტების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

მომავალ პანდემიებთან ბრძოლისთვის, სავარაუდოდ, სინთეზური პოლიმერების, ცილების, გენეტიკური მასალისა და ორგანული ნაერთებისგან  შექმნილი ნანოზომის ათასობით რობოტი იქნება გამოყენებული.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ კავასაკის (იაპონია) ნანომედიცინის ინოვაციური ცენტრის (iCONM) სპეციალისტებმა უკვე შექმნეს  ნანოზომის რობოტები, რომლებსაც ორგანიზმში შეყვანის შემდეგ სიმსივნური უჯრედების განეიტრალება შეუძლიათ. ისინი ორგანიზმში გამოავლენენ „დაუპატიჟებელ სტუმრებს“, დიაგნოზს დასვამენ და შეაღწევენ ვირუსულ ნაწილაკებში, რათა ისინი შიგნიდან დაშალონ, ამ დროს კი მათი „კოლეგები“ – სხვა ნანორობოტები ადამიანის იმუნიტეტის უჯრედებს ვირუსული ნაწილაკების განადგურებას „ასწავლიან“.

მეცნიერები ამ იდეაზე 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც ცენტრის მედიკოსები განმარტავენ, მათი ტექნოლოგია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ამჟამად კლინიკურ ტესტირებას გადის და უკვე აჩვენა ზოგიერთი დადებითი შედეგი კიბოს მკურნალობაში.

iCONM-ის ცენტრის სპეციალისტს კაზუნორი კატაოკას და მის კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ საკმაოდ მალე დაიხია უკან, მაგრამ მათ იციან, რომ ადრე თუ გვიან კაცობრიობა ისევ აღმოჩნდება მანამდე უცნობი ვირუსის წინაშე, რომელიც უფრო ინფექციური იქნება, სიკვდილიანობის გაცილებით მაღალი მაჩვენებლით, ამიტომ, მათი თქმით, ამ ახალ საფრთხეს კაცობრიობა მომზადებული (მათი იდეის მიხედვით – ნანორობოტებით „შეიარაღებული“) უნდა შეხვდეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close