ქართველები უცხოეთშიnews

ლატვიაში COVID-19-ით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ლატვიაში კორონავირუსით თელავის მკვიდრი 52 წლის გია გიორგაძე გარდაიცვალა. ამ ფაქტს გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ. გიორგაძის შვილის ინფორმაციით, მამამისს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც დაავადება ვეღარ გადაიტანა.

მამაკაცი ლატვიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, ბოლოს კი საქართველოდან ამ ქვეყანაში იანვარში გაემგზავრა. იგი სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით ოჯახი უკვე დაუკავშირდა ლატვიაში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანხმდება ცხედრის გადმოსვენების დეტალები.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close