fbpx
ქართველები უცხოეთშიnews

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მამაკაცი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მას ასევე დიაბეტი აწუხებდა.

„ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც ცნობილი გახდა, ნიუ-იორკში გარდაიცვალა მისი მეუღლეც, რომელიც, აგრეთვე, კორონავირუსით ინფიცირებული იყო, თუმცა კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელდა. ქალბატონი სარეაბილიტაციო განყოფილებაში დაიღუპა. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კორონავირუსით არ დაფიქსირდა.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა ლატვიაში საქართველოს მოქალაქის, 52 წლის თელაველი მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, რომელსაც გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება აწუხებდა. მამაკაცი იანვარში წავიდა ლატვიაში. იგი მძღოლად მუშაობდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close