fbpx
საზოგადოებასაქართველო

სა­ქარ­თვე­ლო­ში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

მეოთხე გარდაცვლილიც ქალია

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 73 წლის ქალი ბათუმში, „მედალფაში“ გარდაიცვალა. კლინიკის რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განცხადებით, ინფიცირებულს კორონავირუსის გარდა სხვა დაავადებებიც ჰქონდა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა. ის ე. წ. ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა. პაციენტი კლინიკა მედალფაში 8 აპრილს მოათავსეს და კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კორონავირუსის გამო საქართველოში მე-4 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მას პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა: „ვიცი ეს პაციენტი, მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი, მას კორონავირუსი რომც არ დამართნოდა, ის ისედაც იქნებოდა ძალიან მძიმე და თითქმის უიმედო, იმდენად მძიმე დაავადებები ჰქონდა. ერთი თვის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, აღენიშნებოდა აბსცესები სხეულზე, ყველაფერ ამას დაემატა კორონავირუსი. ჩვენ ექიმები ვართ, სასწაულმოქმედები არ ვართ“.

მა­შინ, რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ტელეკომპანია „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის დროს ის ფეხ­ზე წამოდგა. ცერ­ცვა­ძის ემო­ცი­უ­რი ფოტო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევა,  18-ით მეტი, ვიდრე წინა დღით; გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი, გარდაიცვალა – 4. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გარდაცვლილი ქალია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close