ქართველები უცხოეთშიnews

საზღვარგარეთ COVID 19-ით მეექვსე ქართველი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტრასბურგში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო.

როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები უყვებიან, 40 წლამდე ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობდა და კორონავირუსით დაინფიცირებამ ლეტალური შედეგი მოიტანა.

მათივე ინფორმაციით, ქალი სამკურნალოდ სტრასბურგში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა.

„ჯერ საქართველოში მკურნალობდა და რამდენიმე თვეა, რაც აქ ჩამოვიდა სამკურნალოდ. ცუდად იყო ძალიან, სისხლის კიბო ჰქონდა. ქიმიებს უკეთებდნენ. აქაც რომ გაუკეთეს ძალიან დასუსტდა. იმდენად ცუდად იყო, კორონავირუსი კი არა, უბრალო გრიპიც მოერეოდა“, – ამბობენ ემიგრანტები.

სტრასბურგში გარდაცვლილი ქალბატონი მეორე ონკოპაციენტია, რომელიც სამკურნალოდ იყო წასული საზღვარგარეთ და კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

დანარჩენი 5 მოქალაქიდან ერთი აშშ-ში, ერთი – დიდ ბრიტანეთში, 3 კი – ესპანეთში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close